მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის პროექტის ,,ეთიკა დემენციაში’’ COST Action CA21137: "Ethics in Dementia" (EDEM) ფარგლებში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა აჯიბადენის უნივერსიტეტში (თურქეთში) 4-5 სექტემბერს. სამუშაო შეხვედრაში ნინო ჩიხლაძის მიერ წარდგენილი იქნა 5 სექტემბერს განათლების სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი.
ღონისძიებაში მონაწილეობა სრულად დაფინანსდა პროექტის მიერ.